მთვარის ნიმუშები შეჯახების თეორიას ადასტურებს

ჩრდილოეთის ციალი


მთვარის ქვების ახალმა ანალიზმა გამოავლინა პირველი პირდაპირი მტკიცებულება, რომ მთვარე უძველეს დროში მომხდარი შეჯახების შედეგად ჩამოყალიბდა, რაც დიდი ხნის განმავლობაში მხარდაჭერილ თეორიას ადასტურებს.

ქვები ნასას კოსმონავტებმა შეაგროვეს აპოლოს მისიების პერიოდში. ელექტრონულ მიკროსკოპში ჩატარებული სკანირების შედეგად მეცნიერებს საშუალება მიეცათ, მათში აღმოეჩინათ ქიმიური ნაკვალევი მარსის ზომის პლანეტისგან, რომელიც პირველყოფილ დედამიწას 4.5 მილიარდი წლის წინ შეეჯახა.

როცა უძველესი პლანეტა თეია დედამიწას შეეჯახა, წარმოქმნილი ნამსხვრევები კოსმოსში აღმოჩნდა. მთვარე სწორედ ამ ნამსხვრევებისგან წარმოიქმნა. პლანეტების მკვლევარმა მეცნიერებმა ეს თეორია შეიმუშავეს აპოლოს მთვარეზე დასმის (1969 წლის 20 ივლისი) კვალდაკვალ, რათა აეხსნათ, რატომ ყავს დედამიწას ამხელა თანამგზავრი.

გოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) მეცნიერებმა, რომელთაც დენიელ ჰერვარცი ხელმძღვანელობდა, ამ აღმოჩენის შესახებ ხუთშაბათს განაცხადეს სამეცნიერო ჟურნალში „Science”.

„თუკი მთვარე ძირითადად თეიას ფრაგმენტებისგან ჩამოყალიბდა, როგორც რიცხვობრივი მოდელების უმეტესობა წინასწარმეტყველებს, მაშინ დედამიწა და მთვარე უნდა განსხვავდებოდნენ”, აღნიშნულია კვლევაში.

მთვარის ქვების ადრეული შესწავლა არ ყოფილა ისეთი დეტალური, რომ მათსა და დედამიწის ქიმიურ შემადგენლობაში განსხვავებები აღმოჩენილიყო. მაგრამ ამჯერად ჯგუფი წააწყდა პატარა, თუმცა მნიშვნელოვან განსხვავებას – მთვარის…

View original post 263 more words

წყალქვეშა ნავი ტიტანზე, ასტეროიდების ბადე და ნასას სხვა გეგმები

ჩრდილოეთის ციალი


რა სახის იქნება მზის სისტემისა და მის მიღმა მდებარე სივრცეების საკვლევი მომავალი საოცარი ტექნოლოგია – მოწინავე ტელესკოპი, მაღალი სიჩქარის მისია ნეპტუნზე თუ სრულიად სხვა რამ?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ნასამ შეარჩია 12 კანდიდატი მომდევნო კვლევებისთვის. შერჩევა მოხდა 2014 წლის ნასას ინოვაციური მოწინავე კონცეპტების (NIAC) პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში. NIAC-ის მიზანია, სამეცნიერო ფანტასტიკა მეცნიერულ ფაქტად აქციოს ტექნოლოგიური განვითარების ხარჯზე. გამოყოფილი იქნება თანხები, რათა შერჩეული იდეები გამოიცადოს და მომავალში განხორციელდეს.

მოცემული იდეები მრავალფეროვანია და სხვადასხვა სფეროებს ეხება, მათ შორისაა ტიტანის მეთანური ტბების საკვლევი წყალქვეშა ნავი და ჩამოსავარდნად გამზადებული ასტეროიდების ფრთხილად გამოჭერის ტაქტიკა.

ნასაში იმედოვნებენ, რომ დაფინანსებები საკმარისი იქნება, რათა რეალობად აქციონ ის საოცარი ტექნოლოგიები, რომლებიც საჭიროა მომავალი მისიების განსახორციელებლად დედამიწის დაბალი ორბიტის, ღია კოსმოსისა და მარსის მიდამოებში.

საწყის 12 შემოთავაზებას შეისწავლიან ცხრა თვის განმავლობაში, სანამ ნასა გადაწყვეტს, რომელი იდეები იმსახურებენ დამატებით კვლევებს კიდევ 2 წლით.

„NIAC-ის რჩეულებს შორის არის რამდენიმე ამაღელვებელი კონცეპტი პლანეტების გამოსაკვლევად”, განაცხადა მაიკლ გაზარიკმა, ნასას კოსმოსური ტექნოლოგიების მისიების დირექტორატის…

View original post 532 more words

მეცნიერებმა მოგონებების წაშლა და აღდგენა შეძლეს

ჩრდილოეთის ციალი


ინოვაციურ კვლევაში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გენმოდიციფირებული თაგვების ტვინის ნეირონებზე სტიმულირებით მოახერხეს მოგონებების წაშლა და შემდეგ ხელახლა გააქტიურება. მათ გამოიყენეს სინათლის პულსები, რაც, როგორც აქამდეც იყო ცნობილი, ტვინის უჯრედებს შორის კავშირს აძლიერებს ან ასუსტებს. ეს არის პირველი კვლევა, რომელიც პირდაპირ აჩვენებს, რომ ამ კავშირების, იგივე სინაფსების გაძლიერება ან დასუსტება მეხსიერების მთავარი საფუძველია. კვლევა 1-ლ ივნისს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „Nature”.

ნეირონები ერთმანეთთან ურთიერთობენ სინაფსების მეშვეობით, რომლებიც უჯრედებს შორის არსებულ ნაპრალებს წარმოადგენენ და საშუალებას იძლევიან, ინფორმაცია გავრცელდეს ქიმიური ან ელექტრონული სიგნალის სახით. ადრეულმა კვლევებმა დაადგინა, რომ ტვინის ერთ-ერთ რეგიონში, ჰიპოკამპში, ნეირონების სისტემატური ელექტრული სტიმულაცია აუმჯობესებდა ამ უჯრედების მეზობლებთან კომუნიკაციის უნარს. ამ პროცესს ეწოდება გრძელვადიანი პოტენციაცია და დიდი ხნის განმავლობაში ეჭვობდნენ, რომ მეხსიერების ფორმირების საფუძველს წარმოადგენდა. მიუხედავად ათობით წლების განმავლობაში კვლევებისა, ვერავინ შეძლო, არაორაზროვნად ეჩვენებინა, რომ ეს მოსაზრება მართებულია.

ახალ კვლევაში მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი რობერტო მანილოუ, თავდაპირველად მოახდინა თაგვების გენმოდიფიცირება ისე, რომ მათი ტვინის უჯრედები წარმოქმნიდნენ სინათლისადმი მგრძნობიარე ცილას, რომლის…

View original post 227 more words

ჰაბლის ტელესკოპმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო

ჩრდილოეთის ციალი


ნასამ გამოაქვეყნა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით გადაღებული ფოტო, რომელშიც ფარგლის თანავარსკვლავედის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსში ვარსკვლავის დაბადების მძვინვარე პროცესი ჩანს. ეს რეგიონი ჩვენგან 2280 სინათლის წლითაა დაშორებული. ვარსკვლავი, რომელსაც IRAS 14568-6304 უწოდეს, ოქროსფერი მტვრისა და აირის გროვების მიღმა მოჩანს. მის ქვემოთ მდებარე კუდის მსგავსი ობიექტი ვარსკვლავის ფორმირების შემდგომ მორჩენილი მტვერი და აირია.

ვარსკვლავები ფორმირდებიან მოლეკულურ ღრუბელში, რომელიც გრავიტაციის გამო კოლაფსს განიცდის. კოლაფსის დროს იქმნება ცხელი და მკვრივი ბირთვი, რომელსაც პროტოვარსკვლავი ეწოდება და შემდგომში მისგან ვარსკვლავი ყალიბდება. ეს ბირთვი ღრუბლისგან აგროვებს მასალებს და უმეტესი ნაწილი ვარსკვლავის შემადგენლობაში ხვდება, თუმცა რაღაც რაოდენობა შეიძლება გაცალკევდეს და პლანეტები ან ასტეროიდები ჩამოყალიბდეს.

როგორც სურათზე ხედავთ, IRAS 14568-6304-ის გარშემო სიბნელეა. ეს ახალგაზრდა ვარსკვლავებით მდიდარი ფარგლის მოლეკულური ღრუბელია, რომლის მასაც 250 000 მზის ტოლია.

iflscience.com

View original post

ჩვენს გალაქტიკაში სიცოცხლისთვის ვარგისი 100 მილიონი პლანეტაა

ჩრდილოეთის ციალი


ახალი კვლევის მიხედვით, ირმის ნახტომის გალაქტიკაში იმ პლანეტების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ კომპლექსური სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნან, დაახლოებით 100 მილიონია. კვლევის მთავარი ავტორი ნაშრომს აღწერს, როგორც „ჩვენი გალაქტიკის იმ ადგილების პირველ რაოდენობრივ შეფასებას, რომლებზეც შეიძლება მიკრობულზე უფრო მაღალი დონის სიცოცხლე იყოს, რაც ობიექტურ მონაცემებს ემყარება”, თუმცა მასში გარკვეული ადგილი უჭირავს ვარაუდებსაც.

თავდაპირველად ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერმა, დოქტორ ლუის ირვინმა, კოლეგებთან ერთად დაიწყო მზარდი რაოდენობის ეგზოპლანეტების ანალიზი და შექმნა ბიოლოგიური კომპლექსურობის ინდექსი (BCI) 0-დან 1-მდე მაჩვენებლით. BCI ეფუძნება გარკვეულ ფაქტორებს, რომელთა შორისაც არის ტემპერატურა, ქიმიური შემადგენლობა, სიმკვრივე, ორბიტული მახასიათებლები, ასაკი და პლანეტის ზედაპირის მდგომარეობა – მყარია, თხევადი თუ აირადი.

ბევრი პლანეტის შემთხვევაში ასეთი სრული ანალიზი ვერ ხერხდება, თუმცა იმ 1000-ზე მეტი პლანეტიდან, რომლებზეც ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო, 10 ევროპაზე უკეთესი პირობებით გამოირჩევა. თუკი სტატისტიკურად ერთ ვარსკვლავზე ერთი პლანეტა მაინც მოდის, რაც ამჟამინდელ ვარაუდზე გაცილებით ნაკლებია, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი 1% მაინც, ანუ 100 მილიონი პლანეტა ევროპაზე მეტად ხელსაყრელია სიცოცხლის საარსებოდ. ნიმუშებიდან 5-მა პლანეტამ…

View original post 354 more words

აღმოაჩინეს დედამიწის ზომის პირველი პლანეტა დასახლებად ზონაში

ჩრდილოეთის ციალი


ნასას კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით ასტრონომებმა აღმოაჩინეს დედამიწის ზომის პირველი პლანეტა, რომელიც მდებარეობს თავისი ვარსკვლავის დასახლებად ზონაში – არეალში, სადაც პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობა შესაძლებელია. Kepler-186f-ის აღმოჩენა ადასტურებს, რომ ჩვენი მზის სისტემის გარდა სხვაგანაც არის დედამიწის მსგავსი, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტები.

დასახლებად ზონაში მყოფი პლანეტები აქამდეც აღმოუჩენიათ, თუმცა ყოველი მათგანი მინიმუმ 40%-ით დიდია დედამიწაზე და მათი შემადგენლობა საკამათოა. Kepler-186f კი უფრო მეტად ჰგავს დედამიწას.

„Kepler-186f-ის აღმოჩენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია დედამიწის მსგავსი პლანეტების ძიების საკითხში”, განაცხადა პოლ ჰერცმა, ნასას ვაშინგტონში მდებარე შტაბის ასტროფიზიკის განყოფილების დირექტორმა. „ნასას მომავალი მისიები, როგორიცაა ტრანზიტული ეგზოპლანეტების საკვლევი თანამგზავრი და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, აღმოაჩენენ უახლოეს ქვის ეგზოპლანეტებს და განსაზღვრავენ მათ შემადგენლობასა და ატმოსფერულ პირობებს, რაც აგრძელებს კაცობრიობის მისწრაფებას, აღმოაჩინოს დედამიწის ყველაზე მეტად მსგავსი ადგილები”.

მიუხედავად იმისა, რომ Kepler-186f-ის ზომა ცნობილია, მისი მასა და აგებულება უცნობია. თუმცა წინა კვლევის მიხედვით, Kepler-186f-ის ზომის პლანეტა სავარაუდოდ ქვის უნდა იყოს (ანუ ძირითადად სილიკატური ქვებისგან ან მეტალებისგან შედგება).

„ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტა…

View original post 280 more words

კოსმოსის საოცარი ფოტოები, რომლებიც მოყვარულმა ასტრონომმა გადაიღო

ჩრდილოეთის ციალი


ერთი შეხედვით, ეს ფოტოები შეიძლება „ნასას” ტელესკოპებით გადაღებული გეგონოთ, მაგრამ სინამდვილეში მიჩიგანში მცხოვრებ 60 წლის მოყვარულ ასტრონომს ტერი ჰენკოკს ეკუთვნის და არა კოსმოსური ობსერვატორიიდან, არამედ სახლის უკანა მხარეს მდებარე ბაღიდან გადაიღო.

წარმოშობით ინგლისელი ჰენკოკი გაყიდვების მენეჯერია და ფოტოების გადასაღებად სამოყვარულო აღჭურვილობა გამოიყენა. მან აღბეჭდა სამყაროს შორეული რეგიონები, რომლებიც დედამიწიდან დაშორებულია 5000-დან 20 მილიონამდე სინათლის წლით.

ღამის ცა მორთულია საოცარი ფერებით, ვარდისფრიდან ლურჯამდე და ნარინჯისფრამდე, რაც ნათლად ჩანს ფოტოზე აღბეჭდილ ვარსკვლავთშორის სივრცეებში.

სასურველი შედეგის მისაღებად ჰენკოკს მხოლოდ ორი მუხტკავშირიანი (CCD) კამერა – QHY9M დაa QHY11S, ასევე ტელესკოპი, ეკვატორული სამაგრი (ცის ბრუნვის გასათვალისწინებლად საჭირო ობიექტი) და ლეპტოპი დასჭირდა. „ჩემს ასტრონომიულ ფოტოებზე დაფიქსირებულია კოსმოსის სიღრმეებში მდებარე ობიექტები, მრავალი მათგანი დედამიწიდან ათასობით ან მილიონობით სინათლის წლითაა დაშორებული”, ამბობს ის. „სამყაროს საოცრებები უსასრულოა”.

„მომხიბვლელია იმაზე ფიქრიც კი, რომ შეგიძლია ღამით ცას დააკვირდე და აღბეჭდო ეს ულამაზესი კლასტერები, ნისლეულები და გალაქტიკები, რომლებიც რამდენიმე ათასიდან მრავალი მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობენ. ღამის ცა ვირტუალური დროის მანქანაა, რომელიც…

View original post 164 more words

სტივენ ჰოკინგი: თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლებით?

ჩრდილოეთის ციალი


ეს ლექცია ეხება შემდეგ საკითხს – შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება თუ ის თვითნებური და შემთხვევითია? უძველეს დროში სამყარო საკმაოდ თვითნებური ჩანდა. ისეთი კატასტროფები, როგორიცაა წყალდიდობები და დაავადებები, ყველანაირი გაფრთხილების თუ დაკვირვებადი მიზეზის გარეშე ხდებოდა. პრიმიტიულმა ხალხმა ეს ბუნებრივი მოვლენები დაუკავშირა უცნაური და ახირებული ღმერთებისა და ქალღმერთების პანთეონს. არ არსებობდა რაიმე გზა მათი მოქმედების წინასწარ ამოსაცნობად, ამიტომ ერთადერთი იმედი იყო მათთვის საჩუქრების მიძღვნა ან რაიმე ქმედებით გულის მოლბობა. ბევრი ადამიანი დღესაც ანალოგიურად იქცევა და ასე ცდილობს წარმატების მოპოვებას. მაგალითად, მზად არიან რაღაც გააკეთონ იმისთვის, რომ გამოცდაში უმაღლესი ქულა მიიღონ ან მართვის მოწმობა ჩააბარონ.

თუმცა ადამიანებმა თანდათანობით გარკვეული წესრიგი შენიშნეს ბუნების ქცევებში. ეს წესრიგი ყველაზე ცხადად ჩანდა ცაზე ციური სხეულების მოძრაობაში. შესაბამისად, პირველი მეცნიერება იყო ასტრონომია. 300-ზე მეტი წლის წინ ნიუტონმა მას მყარი მათემატიკური საფუძველი შეუქმნა, მისი გრავიტაციის თეორიას დღემდე ვიყენებთ თითქმის ყველა ციური სხეულის მოძრაობის წინასწარმეტყველებისთვის. ასტრონომიის შემდეგ გაირკვა, რომ სხვა ბუნებრივი მოვლენებიც ემორჩილებოდნენ განსაზღვრულ მეცნიერულ კანონებს. ამან წარმოშვა მეცნიერული დეტერმინიზმის იდეა…

View original post 2,624 more words

აინშტაინის სასიკვდილო ფორმულა

ჩრდილოეთის ციალი


1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ალბერტ აინშტაინმა წერილი გაუგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს: „სერ, ახლო მომავალში ელემენტი ურანი შეიძლება გარდაიქმნას ენერგიის ახალ და მნიშვნელოვან წყაროდ. სიტუაციის რიგი ასპექტები მოითხოვს სიფრთხილეს და თუ საჭიროა, დაუყოვნებელ მოქმედებასაც კი ადმინისტრაციის მხრიდან. შესაძლებელი ხდება უკიდურესად ძლიერი ბომბების დამზადება.”

წერილი ეხებოდა აინშტაინის ცნობილი ფორმულის E=MC² გამოყენებას და მეცნიერის შიშს, რომ ნაცისტები მისი მეშვეობით ატომურ ბომბს შექმნიდნენ. მისმა წერილმა საფუძველი ჩაუყარა მოვლენების ჯაჭვს, რომლის შედეგიც ჰიროსიმასა და ნაგასაკის განადგურება იყო. მოგვიანებით ალბერტ აინშტაინმა ამ წერილის დაწერას თავისი ცხოვრების უდიდესი შეცდომა უწოდა. E=MC² ფორმულამ სამუდამოდ შეცვალა ისტორია და თავად აინშტაინიც.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი ზაფხულს ნიუ-იორკის შტატის კუნძულ ლონგ-აილენდზე ატარებდა. ის იყო პაციფისტი, რომელიც ნაცისტურ გერმანიას გამოექცა და იმედი ჰქონდა, რომ ევროპაში არსებული ძალადობისგან თავდაღწეული მუშაობას მშვიდად გააგრძელებდა. თუმცა მყუდროება დაურღვია ერთმა ადამიანმა, რომელიც მის მსგავსად გამოექცა ნაცისტებს – ბრწყინვალე ფიზიკოსი და აინშტაინის ძველი მეგობარი ლეო სილარდი.

View original post 1,892 more words

ნიკოლა ტესლა – გენიოსი, რომელმაც გაანათა მსოფლიო

ჩრდილოეთის ციალი


ნიკოლა ტესლა მრავალი ადამიანისთვის წარმოადგენს მეცნიერებისა და მშვიდობის გამაერთიანებელ ძალას. მეცნიერული განვითარების საკითხში მისი წარმოსახვა საკმაოდ მდიდარი იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა თანამედროვეებს. ნიუ-იორკსა და სხვა მრავალ შტატში მისი დაბადების დღე – 10 ივლისი – გამოცხადდა ნიკოლა ტესლას დღედ. სერბ-ამერიკელმა გამომგონებელმა, მექანიკოს-ინჟინერმა და ელექტროინჟინერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომერციული ელექტროობის დაბადებაში, განსაკუთრებული პოპულარობა კი თანამედროვე ცვლადი დენის სისტემის შექმნამ მოუტანა. ტესლას პატენტები და თეორიული ნამუშევრები უსადენო კომუნიკაციისა და რადიოს საფუძველი გახდა. ტესლას დროის ხალხი მას თვლიდა ,,ადამიანად, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა”.


 
 

ადრეული წლები

ნიკოლა ტესლა დაიბადა 1856 წლის 10 ივლისს ავსტრიის იმპერიის პატარა სოფელ სმილიანში, თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე. მამა, მილუტინ ტესლა, სერბი მართლმადიდებელი მღვდელი იყო, დედა კი, დიუკა მანდიკი, საოჯახო ხელსაწყოებს იგონებდა, ასევე ზეპირად იცოდა მრავალი სერბული ლექსი, მაგრამ კითხვა არასდროს უსწავლია.

ოჯახში ნიკოლა რიგით მეოთხე ბავშვი იყო ხუთიდან, ჰყავდა 1 ძმა (დანილო, რომელიც ცხენის ჭენებისას მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა. მაშინ ნიკოლა 5 წლის იყო) და 3 და (მილკა, ანგელინა…

View original post 4,671 more words