გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. შემიძლია თავისუფლად გამოვიკვლიო სამყარო და დავსვა კითხვები, როგორიცაა: შესაძლებელია დროში მოგზაურობა? შეგვიძლია გავიყვანოთ გვირაბი წარსულის ან მომავლის რომელიმე მონაკვეთისკენ? შეგვიძლია ბუნების კანონები გამოვიყენოთ ისე, რომ დროზე მოვიპოვოთ ძალაუფლება?
ერთ დროს დროში მოგზაურობა აბსურდად ითვლებოდა. მასზე საუბარს მეც ვერიდებოდი, რომ ვინმეს გიჟი არ ვგონებოდი. მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. მე სტოუნჰენჯის მშენებლებს ვგავარ – შეპყრობილი ვარ დროით. დროის მანქანა რომ მქონდეს, ვეწვეოდი მერლინ მონროს, როცა დიდების ზენიტში იყო. ან ნიუტონთან დავეშვებოდი იმ მომენტში, როცა ტელესკოპი ზეცას მიმართა. ასევე გავემგზავრებოდი სამყაროს დასალიერში, რათა მენახა, როგორ მთავრდება ჩვენი კოსმოსური ამბავი.
რომ გავარკვიოთ, რამდენადაა ეს შესაძლებელი, უნდა მოვიქცეთ ფიზიკოსების მსგავსად – დავაკვირდეთ დროს, ანუ მეოთხე განზომილებას. ეს არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სკოლაში ვინც კარგად სწავლობს, იცის, რომ ყველანაირი ფიზიკური ობიექტი, მათ შორის მეც ჩემი სკამიანად, სამ განზომილებაში არსებობს…
View original post 1,913 more words